
ავტორი
Front News საქართველო
პოლიტსაბჭოზე ყველა გადაწყვეტილება იყო კონსენსუსით მიღებული, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ჩვენთვის პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი არის მნიშვნელოვანი. მათსავე წარმოდგენილ თარიღს დავეთანხმეთ ერთხმად. ამ პარტიაში შარზე არავინ არის, პარტიას სჭირდება გაძლიერება, სტაბილურობა და შესაბამისად, ეს ტურბულენცია უნდა მორჩეს სწრაფად.
ახლა, მათ შორის მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, უზრუნველყოფა მობილიზაციის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ენერგია უნდა იყოს დახარჯული რაიონებში ჩვენს აქტივისტებთან, დედაქალაქში ჩვენს მომხრეებთან საუბრით, რადგან ოთახიდან პოლიტიკურ პროცესებს ვერც მართავ და ვერც აწარმოებ. ჩემი საქმე არის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა და არა პარტიაში განსხვავებების ძებნა.
ჩვენ არ დაგვიყენებია საკითხი, რომ პარტიის მოქმედი თავმჯდომარე გადადგეს და ისე ჩაატაროს არჩევნები. მე ეს არ მიმაჩნია სერიოზულად. ვინც ჩათვალა, რომ სერიოზულია, რომ პეტრეს რამე უნდა შეეზღუდოს, სამდივნოში არიან ადამიანები, ვინც ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს და ვინც ნიკა მელიას უჭერს მხარს. არანაირი შეზღუდვის მომხრე არავისზე არ ვარ. პეტრე ცისკარიშვილი არის გენერალური მდივანი, ჯენტლმენური შეთანხმებაა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ამ წესზე შევთანხმდით, ვინ იქნება პარტიაში ამის აღმსრულებელი. დღეს პოლიტსაბჭოზე ყველა საკითხი იყო კონსენსუსით მიღებული“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს