
ავტორი
Front News საქართველო
ამ პოლიტიკური პროცესის უკან, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ორგანიზატორი, ცხადია, არის ბიძინა ივანიშვილი რუსების დავალებით, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა კონფერენციაზე “მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება პოლიტიკური პატიმრობიდან” განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, ყველა ის პირი უნდა გასამართლდეს, ვინც სააკაშვილის პატიმრობაში იღებს მონაწილეობას.
“ამ პოლიტიკური პროცესის უკან, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ორგანიზატორი, ცხადია, არის ბიძინა ივანიშვილი რუსების დავალებით. ცხადია, მის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედების უკან დგანან ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, როგორიცაა, ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის მინისტრი, როგორიცაა კონკრეტული შემსრულებელი, რომელიც კადრებში ვიხილეთ. თითოეული ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ სისხლის სამართლის დანაშაულში, უნდა მიეცეს პასუხისგებაში”, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს