ლევან ხაბეიშვილი – მინდა, გიორგი ჩალაძეს შევთავაზო, “ნაციონალურ მოძრაობასთან” შეიქმნას შტაბი, რომელსაც თვითონ ჩაუდგება სათავეში


ავტორი
Front News საქართველო
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით “ნაციონალურ მოძრაობასთან” უნდა შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობაზე საკუთარი კანდიდატურა დააყენა.
“მინდა, გამოვიდე ინიციატივით და გიორგი ჩალაძეს, რომელიც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის ამ თვეების განმავლობაში აკეთებს ყველაფერს, შევთავაზო, “ნაციონალურ მოძრაობასთან” შეიქმნას შტაბი, რომელშიც გაერთიანდება ყველა: პოლიტიკოსები, ექიმები, სამოქალაქო სექტორი, ისინი, ვისაც აინტერესებს პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ამ შტაბს გიორგი ჩალაძე ჩაუდგეს სათავეში”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ ნიკა მელია, გიორგი ჩალაძე, გიორგი მუმლაძე და ლევან ხაბეიშვილი.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი – ვისაც უნდა წავიდეს და სხვა გზა ნახოს, ოღონდ ვისთვისაც მნიშვნელოვანია რუს ოლიგარქთან ბრძოლა, მზად ვართ ვითანამშრომლოთ

ლევან ხაბეიშვილი – “ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, სადაც ხალხის პრობლემებია

მიხეილ სააკაშვილი – მინდა ოპოზიციას შევთავაზო “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა