
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვისაუბრეთ, რომ გავაკეთოთ საერთო სია, ვგულისხმობ რუსების, რაშისტების, პუტინისტების, რომლებიც ამ კანონს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს, ეს ადამიანები, თავისი ოჯახის წევრებით, მნიშვნელოვანია იყვნენ სანქცირებულები, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
“პუტინისტებს, საქართველოს მოღალატეებს გადაწყვეტილი აქვთ უკვე, რომ ნებისმიერ ფასად ეს კანონი გაიტანონ, სავარაუდოდ, ამას მიუხედავად ყველაფრისა, იზამენ.
ოპოზიცია მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე გააკეთებს ყველაფერს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ოპოზიციამ, რომ გავაკეთოთ საერთო სია, ვგულისხმობ რუსების, რაშისტების, პუტინისტების, რომლებიც ამ კანონს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს, ეს ადამიანები, თავისი ოჯახის წევრებით, მნიშვნელოვანია იყვნენ სანქცირებულები. მათ არ უნდა შეეძლოთ, ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილება, დელეგაციებში მონაწილეობის მიღება, მათი ოჯახის წევრებს უნდა აეკრძალოთ ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილება მარტივი მიზეზის გამო – ესენი არიან პუტინისტები, ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს პუტინის კანონი იყოს გასული”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს