Logo

ლევან ხაბეიშვილი - მნიშვნელოვანია ყველა გავიაზროთ, რომ ამ მწამებელ რეჟიმთან ენისმოჩლექით საუბარი და აქცია-პერფორმანსებით ფონს ვერ გავალთ

პოლიტიკა
5 საათის წინ / 17:45
84
Frontnews image description

“ეს არ არის არც ბელარუსი და უკვე არც რუსეთი, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი, რასაც ივანიშვილი აკეთებს. ქვეყანაში კრიმინალები, მკვლელები ქუჩაში დადიან, 18 წლის ახალგაზრდებს ყელს ჭრიან და ესენი ციხეში უშვებენ სამოქალაქო აქტივისტებს, მსახიობებს, წესიერ, პატრიოტ ადამიანებს”, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

“ეს არ არის არც ბელარუსი და უკვე არც რუსეთი, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი, რასაც ივანიშვილი აკეთებს. ქვეყანაში კრიმინალები, მკვლელები ქუჩაში დადიან, 18 წლის ახალგაზრდებს ყელს ჭრიან და ესენი ციხეში უშვებენ სამოქალაქო აქტივისტებს, მსახიობებს, წესიერ, პატრიოტ ადამიანებს. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა არის თითოეული ქართველის და თუ ვინმეს ჰგონია, რომ მასთან არ მისულა უსამართლობა, აუცილებლად მივა, ამისთვის მნიშვნელოვანია ყველა გავიაზროთ, რომ ძალა ერთობაშია, ძალას დავუპირისპიროთ ძალა და ამ მწამებელ რეჟიმთან ენისმოჩლექით საუბარი და აქცია-პერფორმანსებით ფონს ვერ გავალთ. ეს რეჟიმი მზად არის დაიჭიროს ყველა - ქალები, პოლიტიკოსები, რიგითი ადამიანები, მსახიობები. შესაბამისად უნდა გვესმოდეს, რომ ბელარუსზე უფრო მძიმე მდგომარეობაში ვართ და ეს არის კადიროვის ჩეჩნეთის მსგავსი ბანდით მართული ქვეყანა", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები