ლევან ხაბეიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა


ავტორი
Front News საქართველო
“ჩვენ 4 ოქტომბერს უნდა დავამხოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში არათუ პარტიებს აკრძალავს, განსხვავებული აზრიც ფაქტობრივად აკრძალულია ამ ქვეყანაში", - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
"ჩვენ 4 ოქტომბერს უნდა დავამხოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში არათუ პარტიებს აკრძალავს, განსხვავებული აზრიც ფაქტობრივად აკრძალულია ამ ქვეყანაში, ოპოზიციაც აკრძალულია, სამოქალაქო საზოგადოება ციხეშია, პოლიტიკოსები ციხეში არიან. კი - ყველაფერს იზამს, თქვენ არაფერ არ გაგიკვირდეთ.
ერთადერთი ხსნა გვაქვს ახლა, ერთმანეთს რომ დაერივნენ შიგნით და ოპოზიციაშია ყოფილი პრემიერიც, ყოფილი სუსის უფროსებიც, შს მინისტრიც, მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა გამოიყენოს ხალხმა, იმიტომ, რომ შიგნით ახლა ისეთი დაჭმა აქვთ, ეგენი გონზე კიდევ კაიხანს ვერ მოვლენ.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს