
ავტორი
Front News საქართველო
შიშის დათესვა, ხელების გადაგრეხა და ღია ბრძოლა ახალგაზრდებთან – ეს არის ივანიშვილის ღია განაცხადი და შესაბამისად, ლაზარეს 9-წლიანი განაჩენი ნიშნავს, რომ ის მზად არის დააპატიმროს ყველა, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი უნდა, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს ხელისუფლებისთვის განაჩენს.
“შიშის დათესვა, ხელების გადაგრეხა და ღია ბრძოლა ახალგაზრდებთან, ეს არის ივანიშვილის ღია განაცხადი და შესაბამისად, ლაზარეს 9-წლიანი განაჩენი ნიშნავს, რომ ის მზად არის დააპატიმროს ყველა, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი უნდა. “ძვირფასო” ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი. არც 9 თვე. რამდენიმე თვეა, მაქსიმუმ, დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით. ვის მოუგია ქართველი ხალხის დაშინებით? აბუჩად აგდებით? მოტყუებით? ვერ იხსენებთ? ჰოდა მოემზადეთ, უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს