Logo

ლევან ხაბეიშვილი – მოვუწოდებ დიპლომატებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით

პოლიტიკა
372
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი  დიპლომატებს მოუწოდებს, ჩოხატაურში პარტიის წევრებზე თავდასხმის საკითხით დაინტერესდნენ. 

 

“რუსული პარტიის წარმომადგენლებმა და ჩოხატაურის ადგილობრივმა ოლიგარქმა ჩიგოგიძემ, რომელმაც, სხვათა შორის, “რუსულ კანონს“ კანონს დაუჭირა მხარი, გადაწყვიტა ჩოხატაურის რაიონში ნოდარ დუმბაძის სკვერის გაუქმება.

 

ვინ ვინ და ეს კონკრეტული მინიგარქი ამ გადაწყვეტილებას იღებს, რომ ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერი გააუქმოს, არის ჩვენი საზოგადოების, ადგილობრივებისა და გურულების დაცინვა. შესაბამისად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩოხატაურში წამოიწყო კამპანია, სადაც ბროშურაზე რუსი ოლიგარქი ჩიგოგიძე, ადგილობრივი მერი და საკრებულოს თავმჯდომარეა გამოსახული, ხოლო მეორე მხარესაა საინფორმაციო მასალა, სადაც აღნიშნულია, რომ ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერს ასხვისებენ.

 

დღეს ჩოხატაურში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ამ საინფორმაციო ბროშურებს არიგებდა, როდესაც ჩიგოგიძის მიერ მიგზავნილი „ნასედკები“, პოლიციელების თანდასწრებით, სცემდნენ ადამიანებს, რა დროსაც სამართალდამცველები არ რეაგირებდნენ.

 

ჩიგოგიძის “ნასედკებმა” იძალადეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეზე – თათია ნიკოლაშვილზე, ფიზიკურად გაუსწორდნენ ოზურგეთის პარტიის თავმჯდომარეს – დავით მჟავანაძესა და ჩოხატაურის საკრებულოს წევრს არჩილ სიხარულიძეს და კიდევ რამდენიმე ჩვენ თანამებრძოლს, რომლებსაც პოლიციის თანხლებით ეს “ნასედკები,” ჩიგოგიძის მიგზავნილი, ჩიგოგიძის მარჯვენა ხელად რომ ითვლებიან და რომ გაყვლიფეს ჩოხატაურელები, ეს ადამიანები პირდაპირ ეთერში ძალადობდნენ.

 

ახლა მე მინდა მოვუწოდო, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებს, დიპლომატებს – ჩემო ძვირფასებო, როცა ვსაუბრობთ ხოლმე ჩვენ 12-პუნქტიან გეგმაზე, ჩვენს ევროპულ მომავალზე, კარგად უნდა გესმოდეთ როგორ ხალხთან გვაქვს საქმე.

 

მე არ ვთხოვ რუსულ პარტიას არაფერს, ამათი მხრიდან არაფერი იქნება. მოვუწოდებ დიპლომატებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით და ასევე, ცხადია, მე ვაპირებ ჩავიდე ჩოხატაურში და დავარიგო ეს მასალა, რომელიც დასარიგებელია.

 

ძალადობას ვერ წავახალისებთ, მაგრამ არავის და ვერავის თავს ვერ დავაჩაგვრინებთ, აუცილებლად დავიცავთ საკუთარ თავებს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები