ლევან ხაბეიშვილი - მთავარი საქმე ჰქონია, რომ ხაბეიშვილს გაანეიტრალებს და დაიჭერს, გული არ გაგვიხეთქოთ, არავის დაჭერის თავი არ გაქვთ


ავტორი
Front News საქართველო
დღეს რომ იქადნებოდა, აი, ხაბეიშვილს დავიჭერო - რატომ უნდა დამიჭირო, ბიჭო, შენ რატომ უნდა დამიჭირო? იმიტომ, რომ ვამბობ, საქართველოს დროშა უნდა დავიცვათ? დროშა, რომელზეც ანწუხელიძე ფეხით არ დადგა და მერე თქვენ ანწუხელიძეს რომ ფაქტობრივად, ფეხით შედექით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" არავის დაჭერის თავი აღარ აქვს.
"დღეს რომ იქადნებოდა, აი, ხაბეიშვილს დავიჭერო - რატომ უნდა დამიჭირო, ბიჭო, შენ რატომ უნდა დამიჭირო? იმიტომ, რომ ვამბობ, საქართველოს დროშა უნდა დავიცვათ? დროშა, რომელზეც ანწუხელიძე ფეხით არ დადგა და მერე თქვენ ანწუხელიძეს რომ ფაქტობრივად, ფეხით შედექით, მერე ახვედით რვა აგვისტოს გმირების საფლავზე და ზედ დააფურთხეთ - ამიტომ უნდა დამიჭიროთ? ვის დაიჭერთ, ბიჭო, რისი თავი გაქვთ? ლილუაშვილი რატომ ვერ დაიჭირეთ? ხომ ბაქიბუქობდით და ყერყელაობდით შენ და კობახიძე - აი, კორუმპირებულაო, რატომ ფეხებს ვერ ჭამთ?! ირაკლი ღარიბაშვილი რომ დადის და ივანიშვილი ვერაფერს მიზამს, რისი დამჭერიაო, მიდი, მამუკა, და ღარიბაშვილი დაიჭირე. ხომ დაიჭირე მიქაუტაძე.
ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით ფარცხალაძეზე რომ მივიდნენ და ყველაფერი აქვთ, ბიჭო, რატომ არ გაქვთ ერთი ადგილი, რომ ფარცხალაძეს ბრალი წაუყენოთ? ბრალსაც ვერ უყენებთ. ამავე საქმეზე გომელაურ-ლილუაშვილი რომაა გარეული და მაგათ გარეშე არაფერი რომ არ გამოვიდოდა, ცხადია, ივანიშვილის ჩარევით.
რა სუსი, ბიჭო, აქციეთ საბავშვო ბაღად. ერთი სუსის უფროსი ორ დღეში ორი თანამდებობიდან გააგდეთ, ჯერ სუსიდან გააგდეთ ლილუაშვილი, მერე კაცი დანიშნეთ და 3 თვეში კაცი გააგდეთ, ახლა შენნაირი ასინეთა სასაცილო კაცი უნდა მივიდეს სუსში და თურმე, მთავარი საქმე ჰქონია, რომ ხაბეიშვილს გაანეიტრალებს და ხაბეიშვილს დაიჭერს. ო, გული არ გაგვიხეთქოთ. არავის დაჭერის თავი არ გაქვთ.
ბიძინა ივანიშვილმა ფაქტობრივად, ეშმაკს ჩამოართვა ხელი - შიში დათესა ყველგან. საზოგადოებას მინდა ვუთხრა - ჩვენსა და გამარჯვებას შორის დგას ახლა ერთი "სლაბი" კედელი, რომელიც ივანიშვილმა ააშენა უიმედობისა და შიშის სახით", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს