ლევან ხაბეიშვილი - ორივე მხარეს ყოფნა არ გამოვა, ან ხართ ივანიშვილის მხარეს და მის არჩევნებში მონაწილეობთ, ან ხართ ქართველ ხალხთან ერთად


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტია “ლელოს” მიმართავს.
“მივმართავ პარტია “ლელოს” - ორივე მხარეს ყოფნა არ გამოვა, გადასაწყვეტი გაქვთ, ან ხართ ივანიშვილის მხარეს და მის არჩევნებში იღებთ მონაწილეობას და ხართ მის მხარეს, ან ხართ ქართველ ხალხთან ერთად. ვერანაირი სხვა ფორმაციები ვერ გამოვა, ეს იქნება ქართველი ხალხის ღალატი და სულ არაფერი არ ვთქვათ პოლიტიკოსებმა, ხალხი არ გაპატიებთ, ამიტომ მარტივი არჩევანია გასაკეთებელი, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილი აქვთ არჩევნებში მონაწილეობა, მე მაინც ვიტოვებ იმედის, რომ შეიცვლით პოზიციას, რადგან არანაირი ორი გზა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ერთი გზა და ეს არის ბოიკოტის, პროტესტის გზით, უნდა გავაძლიეროთ ქუჩის პროტესტი, ივანიშვილს დავამარცხებთ მხოლოდ ქუჩის მძლავრი პროტესტით, სხვა გზით არ გამოვა, ამიტომ მკვეთრი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, ამ დრომდე რაც ჩანს, სამწუხაროდ, აპირებთ იქით მხარეს დაბანაკებას, რაც ძალიან მძიმე იქნება თქვენთვის, მაგრამ მაინც დავიტოვებ იმედს, რომ იქნებ ბიძინას მხარეს არ აღმოჩნდეს.
ეს იქნება სინდისის პატიმრების ღალატი, რომლებიც უსაფუძვლოდ ჰყავს ივანიშვილს გამოკეტილი”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს