
ავტორი
Front News საქართველო
პროტესტი იქნება ყველგან, სადაც ეს ადამიანები იქნებიან და მშვიდობიანად, ლაღად, როგორც აქამდე აკეთებდნენ სხვადასხვა ადგილებში შეკრებას, სხვადასხვა ადგილებში ბრიფინგების გამართვას, ასე ვერ იქნება და ვერ გაგრძელდება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
“დღეს, 21:00 საათზე საგანგებო განცხადება გაკეთდება პარტიაში და საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით სხვადასხვა რაიონში, ქალაქში კონკრეტულ ლოკაციებს, საათებს, კონკრეტულ დღეებს ცხადია ხვალიდან. პროტესტი იქნება ყველგან, მათ შორის დედაქალაქში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მათ შორის ღარიბაშვილთან, ბრეგაძესთან, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, მათ შორის სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ვართ ასეთ მდგომარეობაში, როცა პუტინის დავალებით კლავენ პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს.
ახლა ძალა ერთობაშია, მთავარი ბრძოლა გვაქვს წინ და ეს უკავშირდება არა “ნაციონალურ მოძრობას”, ან ვიწროპარტიულ ინტერესებს, უკავშირდება თქვენს ინტერესებს, თქვენ ოჯახებს, ჩვენი ქვეყნის მომავალს. ყველას შეუძლია, ნებისმიერ ოპოზიციონერს მობრძანდეს. მე ვთავაზობ, სხვადასხვა რაიონებში შემოგვიერთდნენ ეს ადამიანები, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს