Logo

ლევან ხაბეიშვილი - რა თქმა უნდა, არჩევნები გვინდა, ოღონდ სამართლიანი

პოლიტიკა
147
Frontnews image description

სახე გამაძრეთ თქვენ და ფიცის პარალელურად ტყუით აქ. ფიცის დროს როგორ შეიძლება ტყუილი?, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან მოწმე გდდ-ს თანამშრომელს მიმართა, რომ ზუსტად იცის, როცა მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ისიც მონაწილეობდა.

"მონაწილეობდით თუ არა იმ კრიმინალურ დანაშაულში, რომელიც ჩემ წინააღმდეგ იყო? მე გეუბნები, რომ შენც იყავი. სახე გამაძრეთ თქვენ და ფიცის პარალელურად ტყუით აქ. ფიცის დროს როგორ შეიძლება ტყუილი? რახან თქვი, რომ ხაბეიშვილმა ფული შემომთავაზაო, ისიც თქვი, რომ ბიუჯეტიდან იყო ფულის შეთავაზება.

გეუბნებით, ტელეფონით მიღებდა-მეთქი პარლამენტის შენობაში მეორე დღესვე, მასთან ერთად იდგნენ თანამდებობის პირები. ამბობ, ღმერთმა დამიფაროსო, არ გრცხვენია?

რაც შეეხება არჩევნებს, ბიძინას პოლიტიკა უნდა იმიტომ, რომ აკეთოს ფული, დიდი განსხვავებაა, ამიტომ, რა თქმა უნდა, არჩევნები გვინდა, ოღონდ სამართლიანი.

რუსთაველზე ადამიანები რას ითხოვენ, გადით, ნახეთ. ორი მოთხოვნაა - პატიმრების გათავისუფლება და არჩევნები, ოღონდ ეს არჩევნები როგორი იქნება, ამას არ აქვს მნიშვნელობა?!", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ პროცესზე. 

შემდეგი სასამართლო სხდომა 24 აპრილსაა ჩანიშნული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები