
ავტორი
Front News საქართველო
როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, პარლამენტის დატოვების პირველი ინიციატორი ვიქნები, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა და თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, ის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე იყო პარლამენტის შესვლის, მაგრამ გუნდის გადაწყვეტილებას დაემორჩილა.
“იცით, რომ 12 პუნქტთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს, ხელისუფლება ისედაც პროპაგანდირებს, რომ თითქოს ვინმე ხელს უშლის და ჩვენი კოლეგები ამას ყველაფერს ხედავენ. როდესაც ეს პროცესი დასრულდება მე ვიქნები პირველი, რომელიც იქნება ამის [პარლამენტის დატოვების] ინიციატორი. გაგახსენებთ, რომ შესვლასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ვიყავი, ვინც იყო წინააღმდეგი. როგორც კი გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო, მე დავყევი გუნდის გადაწყვეტილებას. მე ზოგადად, არ ვაპირებ, მე კარგი ბიჭი ვარ და ვიღაცა არის ცუდი, სეპარატისტები არიან და ზურგში დანა ჩამარტყეს და გავყო ეს პარტია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს