ლევან ხაბეიშვილი – როგორც კი საქმე მის მილიონებს ეხება საქმე, ცხადია, რომ ივანიშვილი წინა პლანზე გამოდის


ავტორი
Front News საქართველო
როგორც კი საქმე მის მილიონებს ეხება საქმე, ცხადია, რომ ივანიშვილი წინა პლანზე გამოდის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ბანკი ივანიშვილს უკვე პოტენციურ სანქცირებულთა შორის მიიჩნევს.
“როცა საქმე უკრაინაში გენოციდს, ან ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას ან გაჭირვებას ეხება, ბიძინა ივანიშვილს ეს არ ახსოვს, როგორც კი მის მილიონებს ეხება საქმე, ცხადია, რომ ის წინა პლანზე გამოდის.
ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ბანკი ბიძინა ივანიშვილს ეუბნება, შენ დავა კი მოგვიგე, მაგრამ შენ ვერ და არ მოგცემთ თანხას, მივცემთ შენი ნდობით აღჭურვილ კომპანიას. იმიტომ რომ შენ ჩვენთვის უკვე სანქცირებული ხარ, შენ გიყურებთ როგორც რუს ოლიგარქს და მათთან დაახლოებულ პირს. შენ რომ მოგცეთ ეს თანხა, უკვე შესაძლოა, გაიყინოს, აი წუთი წუთზე ველოდებით, რომ შენზეც იქნება სანქციები“, – აცხადებს ხაბეიშვილი.
ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-თან დავაზე საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციების გამართვას გეგმავს.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი

შალვა პაპუაშვილი – ეს არის ის ადამიანი, რომლის იმედიც, როგორც აღმოჩნდა, მის მტრებსაც კი აქვთ, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ საკითხებს

“ერთი წელიწადია ბატონი ივანიშვილი დაჟინებით კითხულობს, ვინ მართავს მის ფულს, ვის უხდის ფულს მისივე აქტივების მართვისთვის, რასაც ასეთივე დაჟინებით არ პასუხობს “კრედიტ სუისსი”

ლევან ხაბეიშვილი – თორნიკე რიჟვაძე დღეს განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეს, მართლმსაჯულების წინაშე უნდა იყოს წარმდგარი