
ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები 9 აპრილის აქციის – “ერთად ევროპაში” კამპანიის ფარგლებში, ქუთაისში მერიის შენობის წინ, იმერეთის რეგიონის შემაჯამებელი აქცია გამართეს.
“რუსი ოლიგარქი კვლავ ცდილობს, დაგვყოს, დაგვაპირისპიროს, ხალხს უთხრას, რომ ეს ერთი კონკრეტული პარტიის აქცია იქნება, მაგრამ ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით – ყველაზე დიდი “პარტია” არის ჩვენი სამშობლო, საქართველო, რომელიც აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მოძრაობის ლიდერების თქმით, გამარჯვება ხალხის ხელშია და ამიტომ, 9 აპრილს 17:00 საათზე, ქვეყნის მთავარ გამზირზე – რუსთაველზე, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ, რომ არ სურთ რუსული მთავრობა და საქართველოს უკეთესი მომავალი, მხოლოდ ევროკავშირის გზაზე გადის.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს