
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და მას არ ექცევიან როგორც პატიმარს. მას ექცევიან როგორც პოლიტიკურ ოპოზიციონერ ლიდერს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა კლინიკა “ვივამედთან” განაცხადა.
“ნებისმიერ სხვა პაციენტს ამ მაჩვენებლებით გადაიყვანდნენ რეანიმაციაში, მაგრამ არ გადაჰყავთ იმიტომ რომ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, რომელმაც უნდა გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი ამ მდგომარეობიდან და სასამართლოსთვის არ უნდათ დამატებით არგუმენტი რომ აი, იმდენად მძიმეა რომ რეანიმაციაში გადაყვანა უწევთ, არადა ვხედავთ, რომ სასამართლო პროცესებზე 100 მეტრში ვერ მოჰყავთ. ისინი დანის პირზე დადიან და აკეთებენ ყველაფერს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს.
მე როგორც შევიტყვე ექიმებისგან, პრეზიდენტ სააკაშვილის სიმაღლე აქვთ დაპატარავებული საბუთებში იმიტომ, რომ კრიტიკულ ნიშნულს არ ჩამოსცდეს მისი პარამეტრები. ანუ – მეტრი და 94 სმ-ია პრეზიდენტი სააკაშვილი და 68 კგ რეალურად. ამბობენ, რომ 1,92 სმ-ია. 2 სანტიმეტრი კიდევ მოაკლეს იმიტომ, რომ პარამეტრები შეინარჩუნონ”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს