
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ჩვენ მზად ვართ მანდატები დავტოვოთ პარლამენტშიც, საკრებულოებშიც და პარტიის ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
“მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ხომ გინდათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაქრეს. ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, თუ ისინი დააყენებენ შედეგს, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, თუ გაუშვებენ მიხეილ სააკაშვილს, ამის სანაცვლოდ მე, ლევან ხაბეიშვილი და “ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, დავტოვოთ პარლამენტი, დავტოვოთ საკრებულოები 500-ზე მეტმა წევრმა და “ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს და დავიწყოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის მინუსებიდან.
ჩათვალეთ, რომ ოპოზიცია არ არის საკრებულოებში, არ არის პარლამენტში, არ აქვთ არანაირი ოფისი, ეს ხომ მათი ოცნებაა. ხომ მაგიტომ ჰყავთ სააკაშვილი მძევლად? თუ ეს შედეგი დადგება, დღესვე მზად ვარ, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ეს პრობლემა 10 წუთში მოვაგვაროთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს