ლევან ხაბეიშვილი – საჩვენებელი, კარგად დაგეგმილი სადამსჯელო ღონისძიებები აქვთ, ზუსტად იციან როგორი საჯარო რეაქცია იქნება და მიზანმიმართულად აკეთებენ


ავტორი
Front News საქართველო
კადიროვის გროზნო და ივანიშვილის თბილისი, ბანდფორმირებები, ნიღბიანები, შავ ფორმაში გამოწყობილი კრიმინალები, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში მიმდინარე ჩხრეკებთან დაკავშირებით წერს.
მისი თქმით, ამ ყველაფერს აყურებინებენ თავიანთ დამონებულ-დაჩმორებულებს, რომ არ დაიწყოს ჩასაძირად განწირული გემიდან გაქცევა.
“კადიროვის გროზნო და ივანიშვილის თბილისი. ბანდფორმირებები, ნიღბიანები, შავ ფორმაში გამოწყობილი კრიმინალები.
საჩვენებელი, კარგად დაგეგმილი სადამსჯელო ღონისძიებები აქვთ დილიდან, ზუსტად იციან – როგორი საჯარო რეაქცია იქნება და მიზანმიმართულად აკეთებენ.
შიგნით, საკუთარ ბანდას, ჯგუფს აჩვენებენ, რომ ძლიერად არიან და ჯერ კიდევ აქვთ ძალისმიერი მეთოდების თავი.
ამას აყურებინებენ თავიანთ დამონებულ-დაჩმორებულებს, რომ არ დაიწყოს ჩასაძირად განწირული გემიდან გაქცევა!
რეალური შეტევითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობა უნდა დავუპირისპიროთ, საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ ყველა ძალადობრივ ქმედებას და ამათი დღეები დათვლილია! კარგად ორგანიზებული, ერთობლივი, სახალხო აჯანყება თავისი თავდაცვითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობით! – ამ შემთხვევაში უპირობოდ გავარღვევთ“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი

ლევან ალაფიშვილი – თავადვე ყველაზე კარგად იციან, რომ ისევ მკვდრადშობილ კანონს მიიღებენ, ერთ პარტიას თუ აკრძალავენ, ეს ხალხი წავა და სხვადასხვა პარტიებში გაწევრიანდება

ლევან ხაბეიშვილი – ადამიანების პრობლემაზე არავინ მუშაობს, არც აინტერესებთ და ივანიშვილი ეუბნება, რომ ყველაფერი კარგად აქვთ, ცინიზმის მწვერვალია

ლევან ხაბეიშვილი – უახლოეს პერიოდში იქნება ძალიან დიდი აქცია, მთავარი მოთხოვნა სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები იქნება