
ავტორი
Front News საქართველო
შეთქმულების თეორიებით დაკავებას, ვურჩევ 20 ივნისის საქმე გამოიძიონ, – ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მიმართ გაჟღერებულ ახალ ბრალდებებს, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს “ნაციონალურ მოძრაობისაგან” შესაძლო კავშირის შესახებ.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, გამოძიების ობიექტურად ჩატარების შემთხვევაში კვალი რეალურ დამკვეთთან მივა.
“ადამიანი, რომელმაც გავრილოვი ჩამოიყვანა, უმასპინძლა, ფოტოსესია მოაწყო, შემდეგ 20 ივნისი მოუწყვეს ქართველ ხალხს, ახლა ბოდვებითაა დაკავებული.
მოვუწოდებ, ამ შეთქმულების თეორიით კი არ დაკავდნენ, გამოიძიონ 20 ივნისთან დაკავშირებით, მათ შორის გახარიას ბრალეულობაც გამოკვეთონ, ანზორ ჩუბინიძის ბრალეულობაც, ბოლოს მივიდნენ ბიძინა ივანიშვილამდე, რომელიც იყო მთავარი დავალების განცემი”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს ჩატარებული საეჭვო სპეცოპერაციების უკან, შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობა” იდგა, საიდანაც ფინანსური სარგებელის სანაცვლოდ დაკვეთებს იღებდა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს