
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის სერგო შუბითიძის დაკავებას ეხმაურება.
“ქოლცენტრების საქმის გამო მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი. გააუბედურეს ოჯახი, სრულიად საქართველო შოკში ჩავარდა, ანგელოზი გოგონას მკვლელობით. შემდეგ, გააყალბეს საქმე, ხელი დააფარეს მკვლელს (ებს), დამკვეთებს – ყველაფერი ამას ადასტურებს!
საქმის გამომძიებელმა, რამდენიმე კვირის წინ ამხილა სისტემა, მოჰყვა ფალსიფიცირებული საქმის შესახებ და ივარაუდა, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, რომელსაც ხელს აფარებდა რუსული პარტია… ამასობაში, დააკავეს გამომძიებელი, რომელმაც ამხილა სისტემა და მოჰყვა სიმართლე!
სიმართლე დააპატიმრეს და დაადეს ბორკილები. უპირობოდ პოლიტიკური პატიმარია, სიმართლის პატიმარი”, – წერს ხაბეიშვილი.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დღეს დააკავეს.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს