Logo

ლევან ხაბეიშვილი - სისხლის სამართლის საქმის შეკერვა, რეალურად არის პრევენცია, რომ ქუჩაში ვინმე ჩინოვნიკს არ "მოხვდეს" ხალხისგან იგივე

პოლიტიკა
208
Frontnews image description

“პანჩური" ტიტუშკას -  საქმეზე დაკავება და სისხლის სამართლის საქმის შეკერვა, რეალურად არის პრევენცია, რომ ქუჩაში ვინმე ჩინოვნიკს არ "მოხვდეს" ხალხისგან იგივე”, - წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

"პანჩური" ტიტუშკას -  საქმეზე დაკავება და სისხლის სამართლის საქმის შეკერვა, რეალურად არის პრევენცია, რომ ქუჩაში ვინმე ჩინოვნიკს არ "მოხვდეს" ხალხისგან იგივე.

ხალხში ვერ გამოდიან მწამებელი, მარბიელი, ანწუხელიძის დამამცირებელი, რუსული გავლენის აგენტი - კოლექტიური ქოცდეპუტატები, თანამდებობის პირები და ამ დაკავებით "მესიჯს" უგზავნიან ხალხს, რომ - “არ მოგვეკაროთ…”

რეალურად, ეს გზავნილი არის საკუთარი მეზობლებისთვის, თანასოფლელებისთვის, უბნის მარკეტის თანამშრომლებისთვის და იმ ხალხისთვის, ვისაც ყოველდღიურად ნახულობენ და გრძნობენ ნეგატიურ დამოკიდებულებას.

მათ დაემუქრნენ, რომ - "დაგიჭერთ! დაგაპატიმრებთ!", რაც შიშის კლასიკური გამოვლინებაა!!!

სოლიდარობა დაკავებულებს და უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია!

გავიმარჯვოთ და ეს გამარჯვება ძალიან ახლოსაა - 4 ოქტომბერს, ყველა ქუჩაში”, - წერს ლევან ხაბეიშვილი

 

Advertisement