
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე საქართველოში სასურსათო პროდუქტებზე არსებულ ფასებზე ისაუბრა და საქართველოში მოქმედი ფასები რეგიონის სხვა ქვეყნების ფასებს შეადარა.
“ორი თვეა, გეხვეწებით, გთხოვთ, რომ ამ საკითხებზე იმსჯელოთ, ამ საკითხებზე იმუშაოთ. ეს საკითხებია ნომერ პირველი, რომელიც საქართველოს მოქალაქეს აინტერესებს, მაგრამ თქვენ ეს არ განაღვლებთ. ამის გარდა აბსოლუტურად ყველაფერზე საუბრობთ. სხვაობა 2012 წლის სასურსათო კალათსა და 2024 წლის კალათს შორის თითქმის 2.5-ჯერ არის გაზრდილი. წარმოუდგენელია, რომ ეს ჩვენ მოქალაქეებს არ აწუხებდეთ. მერე გაქვთ ხოლმე არგუმენტები – აბა თქვენ დააკლებთ ფასებს? დიახ, აუცილებლად შევცვლით და აუცილებლად დავაკლებთ ფასებს.
ჩვენს სამეზობლოში ეს პროდუქტები ბევრად იაფია, მეტსაც გეტყვით, სომხეთში საიდანაც საქართველოს გავლით ხვდება ევროპული პროდუქტი, ბევრად იაფია პროდუქტები, ვიდრე საქართველოში. ჩვენი ქვეყანა უნდა გაიაროს, ისე უნდა მოხვდეს სომხეთში, მაგრამ საქართველოში უფრო ძვირია, ეს ხომ წარმოუდგენელია?“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს