
ავტორი
Front News საქართველო
დასასანქცირებელთა ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა და დარწმუნებული ვარ, ყველა საქართველოს მოღალატე, პუტინის მოკავშირე აუცილებლად აგებს პასუხს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“2022 წლის მაისში, მას შემდეგ, როცა უკვე გამოკვეთილი იყო ივანიშვილისა და მისი კრიმინალური, რუსული პარტიის პუტინისტური მისწრაფებები, ვთქვით და დავიწყეთ მუშაობა ოლიგარქებზე, რომლებიც პუტინს ეხმარებიან ომში და რუსულ ეკონომიკაში ასხამენ მილიარდებს…
ივანიშვილის გარემოცვაში გამოვკვეთეთ, თავად პუტინის ხელდასხმული ბორენკა და კიდევ 5 ოლიგარქი… მალევე უკრაინამ, ზელენსკიმ ყველა ეს პირი დაასანქცირა. მას შემდეგ, წელიწადზე მეტი გავიდა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ 6-დან ერთი, ბოტასების ქურდი, ივანიშვილის რჩეული პროკურორი დაასანქცირა…
ცხადია, გაგრძელება იქნება და ბევრად უფრო საინტერესო, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია…
მახსოვს, 2022 წლის მაისში გაკვირვებით და ცოტათი ირონიულად კითხულობდნენ, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები: მართლა გგონიათ, რომ დაასანქცირებენ თქვენს მიერ დასახელებულ პირებს?.. დიახ, დიახ ასე იქნება და არის!
დასასანქცირებელთა ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა და დარწმუნებული ვარ, ყველა საქართველოს მოღალატე, პუტინის მოკავშირე აუცილებლად აგებს პასუხს… ბიძინა – ბორენკა, ხედავ? გიახლოვდებიან…”, – წერს ხაბეიშვილი.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს