
ავტორი
Front News საქართველო
“გამიხარდებოდა, რომ თქვენ არ დაგეძლიათ ვეტო და ეს კანონი არ ამოქმედდეს, მაგრამ ისე დაიჟინეთ ეს კონკრეტული დავალება, რომელიც გაქვთ კრემლიდან, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე მიდიხართ. ძალიან ვღელავ თქვენ გამო, იმიტომ, რომ ვერ აცნობიერებთ იმ პრობლემებს, რომელიც თქვენ გექმნებათ, ექმნება თქვენ გარშემო ადამიანებს და ამ დღეების განმავლობაში, 45-50 დღეა ყველა ზღვარს გადახვედით“, – განაცხადა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, კანონპროექტით მმართველმა პარტიამ მუშტი მოუღერა სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს.
“დაგავიწყდათ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია? დაგავიწყდათ, რომ ჩვენ მთავარ მტერს, პუტინს ერთი სული აქვს საქართველო გადააქციოს რუსეთის გუბერნიად და თქვენ მას ხელს უწყობთ ამ კანონით. ამით უარს ამბობთ ევროკავშირზე, კარებში ეჩხირებით ქართველ ხალხსა და ევროკავშირს შორის, რომლითაც მილიონობით დოლარის ზარალს მიაყენებთ საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომ ძალიან გამიხარდება თუ ვეტოს არ დაძლევთ და ქართველ ხალხს არჩევნებზე მისცემთ შესაძლებლობას, გადაწყვიტოს საქართველოს სახელმწიფოს ბედი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს