Logo

ლევან ხაბეიშვილი - ვერაფერს ვეღარ გადაალაგებს, პოლიტიკური გუნდი აღარ ჰყავს, ეს კაცი აღარც ქუჩაში უნდა ვინმეს და აღარც პოლიტიკაში, აღარც ხალხს უნდა

პოლიტიკა
218
Frontnews image description

ბიძინას არაფრის თავი აღარ აქვს, ვერაფერს ვეღარ გადაალაგებს, პოლიტიკური გუნდი აღარ ჰყავს, ეს კაცი აღარც ქუჩაში უნდა ვინმეს და აღარც პოლიტიკაში, აღარც ხალხს უნდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი აღარც ქუჩაში უნდა ვინმეს და აღარც პოლიტიკაში.

"ბიძინა ივანიშვილს არ უნდა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში იყოს გარეული, მაგრამ გარეულია, რადგან მის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა, ახლა პირის მობანა გადაწყვიტა და ის ხალხი ზვარაკად შესწირა და თქვა, რომ მას არაფერი გაუკეთებია. ბიძინა არის საკუთარი თავის გადარჩენაზე. უნდა ესმოდეს ყველას, რომ პოლიტიკური გუნდი რომ ერქვათ, ხომ უტირა დედა, ღარიბაშვილი ხომ ვერ გამოდის სახლიდან, ლილუაშვილი ხომ იმალება, მიქაძეები, რომლებიც ეხმარებოდნენ ივანიშვილს, მის ყველა დავალებას ასრულებდნენ, დასდევდნენ ადამიანებს საცემად, ჟურნალისტები რომ სცემეს, თქვეს რომ მათი დაორგანიზებული იყო. ახლა ეს ხალხი ივანიშვილმა მოიშორა, ბიძინას არაფრის თავი აღარ აქვს,  ვერაფერს ვეღარ გადაალაგებს, პოლიტიკური გუნდი აღარ ჰყავს და გეკა და ფოხანაშვილი თუ ჰგონია ვინმეს პოლიტიკური გუნდი, არ ვიცი. ოხანაშვილი რომ არის სუსის უფროსი, უკვე კლასიკაა დაცინვის მათ შორის სპეცსამსახურის თანამშრომლებისთვის, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურად გადაიქცა, მაგრამ ვისაც თავი სპეცსამსახურში ჰგონია და ოხანა უფროსობს, ეს არის ანეკდოტი. 

ივანიშვილი აღარც ქუჩაში უნდა ვინმეს და აღარც პოლიტიკაში, აღარც ხალხს უნდა. ეს კაცი არ უნდა არავის, ეს კაცი სუსტი კი არა, ქმედითი აღარ არის და ეტყობა ფეხის ყველა ნაბიჯზე. ისიც ვერ გაარკვია, ვისი მხარე დაიჭიროს და ახლა ერთადერთი უნდა ფული, რომ ბიტკოინებში გადაიტანოს, რომ ვერ წაართვას ვინმემ, იმიტომაა, რომ გიჟივით დასდევს ბიტკოინებს. და კიდევ, ბიძინას მინდა ვუთხრა - 200 თუ 250 ბიტკოინი აქვს მამუკა მდინარაძეს და მოიკითხე, გრიგორიჩ, შენი სანქციების პარალელურად, ამ კაცმა ფული იშოვა და მოიკითხე, დაგეწია ლამის ეს კაცი", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

Advertisement