ლევან მაჭავარიანი - ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საერთოდ გაქრება ეს პოლიტიკური ძალა ჩვენი პოლიტიკური ველიდან, მოგიწოდებთ, ხშირად გაეცნოთ ახალ ამბებს

ავტორი
Front News საქართველო
ბატონო გიორგი [შარაშიძე], იმდენს ან იმის მეათედს რომ გააკეთებთ ქვეყნისთვის, რაც გივი მიქანაძეს აქვს გაკეთებული, მერე გექნებათ უფლება, რომ ბატონი გივი გააკრიტიკოთ, მაგრამ, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივში სხედხართ ერთი ერთში და იმავენაირად იტყუებით, რაღაც ლეგენდებს რომ იგონებდნენ, ადეიშვილის მოადგილე და ა.შ. ბატონ მიქანაძეს მიჰყავს დღესდღეობით ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, ეს არის განათლების რეფორმა და დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან წარმატებით გაართმევს იგი თავს ამ პასუხისმგებლობას, - ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატს გიორგი შარაშიძეს.
მისივე თქმით, გახარიას პარტიის დეპუტატების განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, "ქართულ ოცნებას" არ აწყობს "ნაცების" გაქრობა, ასევე უსაფუძვლოა, ვინაიდან, მმართველ გუნდს საკონსტიტუციო სასამართლოში "ნაცმოძრაობის" აკრძალვასთან დაკავშირებით აქვს შეტანილი სარჩელი. შესაბამისად, მაჭავარიანმა ოპონენტებს მოუწოდა, ხშირად გაეცნონ ახალ ამბებს.
"რაც შეეხება თქვენი კოლეგის განცხადებას "ნაცებთან" დაკავშირებით, რომ სინქრონში მოქმედებთ და არ გაწყობთ, რომ "ნაცები" გაქრნენო - დარბაზში სხედხართ ბოლოს და ბოლოს და მგონი, უნდა იცოდეთ ის, რომ კონსტიტუციური სარჩელი შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვასთან დაკავშირებით და 6 თვე იმუშავა საგამოძიებო კომისიამ, რომ ფაქტებით და მტკიცებულებებით გაგვემყარებინა ეს სარჩელი და როგორც იცით, 9 თვის ვადა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და აიკრძალება, საერთოდ გაქრება ეს პოლიტიკური ძალა ჩვენი პოლიტიკური ველიდან, შესაბამისად, მოგიწოდებთ, ხშირად გაეცნოთ ახალ ამბებს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
თაგები:
ლევან მაჭავარიანი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


