ლევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვენეციის კომისია პოლიტიკურ ჭრილში აკეთებს თავის დასკვნებს

ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ვენეციის კომისიის ანგარიში კარგი მაგალითია იმისა, რომ კომისია იქცა პოლიტიკურ და არა სამართლებრივი დასკვნების შემდგენლად.
"ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვენეციის კომისია არა სამართლებრივ ჭრილში, არამედ პოლიტიკურ ჭრილში აკეთებს თავის დასკვნებს. ჩვენ ამას ბოლო წლებია, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ და შესაბამისად, თუ რამე სამართლებრივი დასაბუთება არსებობს, შეუძლიათ სამართლებრივად დაასაბუთონ. ფიზიკურად არ არსებობს და ამ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს აკრიტიკებენ, ძალიან საინტერესოა, იგივე კრიტიკა იქნება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართაც, სადაც FARA უკვე თითქმის საუკუნეა მოქმედებს. თუმცა, ჩვენ არ გვგონია, რომ ამერიკასთან დაკავშირებით გაბედონ იგივე განცხადებებისა და დასკვნების გამოტანა“, - აცხადებს მაჭავარიანი.
თაგები:
ლევან მაჭავარიანი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


