ლევან მაჭავარიანი - ლოგიკურია, რომ ეს ყველაფერი, სწორედ იგივე ხელით არის დაგეგმილი


ავტორი
Front News საქართველო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა "ჰექსოგენის“ საქმეზე და განაცხადა, რომ არავისთვის არ იქნებოდა გასაკვირი აღნიშნულ საქმეში კვლავ უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები გია ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით.
მაჭავარიანის განცხადებით, „ლოგიკურია, რომ ეს ყველაფერი, სწორედ იგივე ხელით არის დაგეგმილი და გამოსავლენია ეს განკუთვნილი იყო საქართველოსთვის, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში დარჩენილიყო თუ, საქართველო გამოყენებულ უნდა ყოფილიყო სატრანზიტო ქვეყნად“.
"ეს არავისთვის გასაკვირი არ არის, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარებაში, კონკრეტულად ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციას, რომელიც ვანო მერაბიშვილის მოადგილე გახლდათ და დღეს იკავებს ძალიან მაღალ პოზიციას, უკრაინის დაზვერვის სამსახურში და ლოგიკურია, რომ ეს ყველაფერი, სწორედ იგივე ხელით არის დაგეგმილი და გამოსავლენია ეს განკუთვნილი იყო საქართველოსთვის, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში დარჩენილიყო თუ, საქართველო გამოყენებულ უნდა ყოფილიყო სატრანზიტო ქვეყნად, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა იმუშავა მაღალ დონეზე“,- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
თაგები:
ლევან მაჭავარიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს