
ავტორი
Front News საქართველო
მამუკა მდინარაძის შესაძლებლობებთან დაკავშირებით ბევრი კომენტარის გაკეთება საჭირო არ არის, ყველამ ვიცით, რა შეუძლია, მუშაობის როგორი სტილი აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონებში გამოწვევებია როგორც მმართველობით სისტემაში, ისე გადაწყვეტილებების მიღებაში, ბიუროკრატიის დაჩქარებაში.
"გვინდა, ეს ყველაფერი მაქსიმალურად გამართული იყოს. მამუკა მდინარაძე თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ამ ყველაფერს იმ დონეზე გამართავს, რა დონეზეც ეს თეორიულად შესაძლებელია. მოშორება/ჩამოშორებაზე კითხვა ზედმეტია. ნებისმიერი ოპონენტი ისურვებდა, მამუკა მდინარაძე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი აღარ იყოს. რაც შეეხება ამ თანამდებობის შექმნას, პრობლემებს არ გავურბივართ, რეგიონებში გამოწვევებია და ეს გამოწვევები ძირითადად განპირობებულია მართვის ვერტიკალში დაგვიანებული გადაწყვეტილებების მიღებით, რიგ შემთხვევებში, თანამდებობის პირები საკუთარ თავზე ვერ იღებენ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ეს ყველაფერი დროშია დასაჩქარებელი. მამუკა მდინარაძე ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება და რეგიონების მუშაობა შვეიცარიული საათის ისარივით იქნება აწყობილი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
თაგები:
ლევან მაჭავარიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს