ლევან მაჭავარიანი - მდიდარი ენჯეოები, რადიკალური ოპოზიცია და აქტივისტების ნაწილი დაკავებული იყვნენ საპატრიარქოს ლანძღვა-გინებით

ავტორი
Front News საქართველო
ბოლო წლების განმავლობაში რომ გადავხედოთ, მდიდარი ენჯეოები, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების ნაწილი, დაკავებული იყვნენ საპატრიარქოს ლანძღვა-გინებით, ჩვენი პატრიარქის დისკრედიტაციის კამპანიები გვახსოვს ძალიან ბევრი, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
"ამ დღეებშიც ვუყურებდით რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების ქცევას. ეს ჩვენთვის სიახლე არ ყოფილა, ვინაიდან, მთელი ბოლო წლების განმავლობაში რომ გადავხედოთ, მდიდარი ენჯეოები, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების ნაწილი, დაკავებული იყვნენ საპატრიარქოს ლანძღვა-გინებით, ჩვენი პატრიარქის დისკრედიტაციის კამპანიები გვახსოვს ძალიან ბევრი. იხილეს ამ უცხო ძალებმაც, რომლებიც არაკეთილმოსურნეები არიან ჩვენი ქვეყნის, რომ ამ დახარჯულმა უამრავმა ასობით მილიონმა, აბსოლუტურად ვერაფერი ვერ გამოიწვია მათთვის სასიკეთოდ ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის იდენტობა, ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
თაგები:
ლევან მაჭავარიანი




