ლევან მაჭავარიანი - მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს, რომ ევრობიუროკრატების ბრალდებები ჭორაობის გარდა არაფერს ეფუძნება


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები, რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის თქმით, ევრობიუროკრატების ბრალდებების უკან ფაქტები არ დგას, ხოლო, თავად ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობის მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ოცეულშია. მისივე განცხადებით, ევროკომისიის ანგარიშში მოცემული ინდექსები რეალურ მოცემულობას და ფაქტებს ეფუძნება.
„როდესაც ისინი [ევრობიუროკრატები] რაღაც ბრალდებას გვიყენებენ, ამის უკან ფაქტები არ დგას. ეს არის უბრალოდ ჭორაობა და რაღაც აღქმების შექმნის მცდელობა. ანგარიშში, რომელიც თავად ევროკომისიამ გამოაქვეყნა, ეხება სასამართლოს სისტემას და სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის ოცეულში ვართ. ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების თვალსაზრისითაც ევროპის ოცეულში ვართ. მთავრობის ეფექტიანობა, ინვესტორებისთვის მიმზიდველი ბიზნესგარემო, ყველაფერი მოხვდა ევროკომისიის ანგარიშში.
ეს ყველაფერი ეფუძნება ფაქტებს და რეალურ მოცემულობას. ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
თაგები:
ლევან მაჭავარიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს