
ავტორი
Front News საქართველო
რასა იუკნევიჩიენეს განმარტებების გაკეთება მოუწევს, თუ იმას ამბობს, რასაც გულისხმობს, რომ თურმე ომის წესებით უნდა ითამაშო, თუ გინდა ევროკავშირში გაწევრიანება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, რასა იუკნევიჩიენეს განცხადება იყო წამოცდენა, ის განსაკუთრებული უნარ-ჩვევებით არ გამოირჩევა.
„ისეთი რაღაც თქვა, რაც შეურაცხმყოფელია ევროკავშირისთვის, როგორც ინსტიტუტისთვის. ეს განცხადება ევროკავშირის მიმართ ნდობას და რეპუტაციას ეჭვქვეშ აყენებს. წლების განმავლობაში ქართველებს თუ ვინმე ჰაერზე გვესაუბრებოდა, ეს მხოლოდ სამწუხაროა და ბორის ჯონსონის უკრაინის ნატოში გაწევრიანების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას მახსენებს, რომ დღის წესრიგში ეს საკითხი არასდროს არ იდგაო. ეს იმ დროს, როცა უკრაინას ნატოში მიღებას დაჩქარებული წესით ჰპირდებოდნენ და ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა: „საქართველო ვერ ახერხებს, გამოიყენოს მომენტუმი, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა უკრაინელების გამო გაიხსნა, 2022 წლის ომამდე არავინ საუბრობდა გაფართოებაზე“.
თაგები:
ლევან მაჭავარიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს