ლევან მაჭავარიანი - როდესაც ადამიანი თაღლითობას სჩადის ახლობელთან, რომელმაც ფეხზე დააყენა, ეს ორმაგად ამორალური საქციელია


ავტორი
Front News საქართველო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, სასამართლოს აქვს მტკიცებულებების უმაღლესი სტანდარტი, რის მიხედვითაც ბაჩიაშვილი არის თაღლითობაში მსჯავრდებული.
"ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. სასამართლოს აქვს მტკიცებულებების უმაღლესი სტანდარტი, რის მიხედვითაც ბაჩიაშვილი არის თაღლითობაში მსჯავრდებული. მანდ კითხვის ნიშანი არ არსებობს. გამოძიება იმასთან დაკავშირებით, რომ ოჯახმა ფული გაათეთრა თუ არა, რა თქმა უნდა რელევანტურია, თუმცა უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.
ბაჩიაშვილის დედა რომ საუბრობს, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ახლობლობა აკავშირებდა და მანდედან გამომდინარე, რატომ არის ბაჩიაშვილი მსჯავრდებული, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ყველა თანასწორია კანონის წინაშე. მით უმეტეს, როდესაც ადამიანი თაღლითობას სჩადის ის უკვე უნამუსო და უსინდისოა და როდესაც თაღლითობას სჩადის თავის ახლობელთან, რომელმაც ფეხზე დააყენა, ფული ანდო და აშოვნინა, ეს კიდევ ორმაგად ამორალური საქციელია. შესაბამისად, ამით აპელირება ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული", - განაცხადა მაჭავარიანმა.
პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
თაგები:
ლევან მაჭავარიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს