Logo

ლევან მაჭავარიანი - როდესაც ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია და მდიდარი NGO-ები USAID-ის ქება-დიდებით არიან დაკავებულები, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს

პოლიტიკა
358
Frontnews image description

აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ უამრავი ფაქტი და მტკიცებულება დადო, თუ როგორ მავნებლობდა USAID სხვადასხვა ქვეყნებში. როდესაც ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია და მდიდარი NGO-ები USAID-ის ქება-დიდებით არიან დაკავებულები, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

“როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია თავად ამხელს თავიანთ მსხვილ ორგანიზაციას, USAID-ს, როგორც კრიმინალურ ორგანიზაციას და ამასთან დაკავშირებით უამრავი ფაქტი და მტკიცებულება დადეს, თუ როგორ მავნებლობდა USAID სხვადასხვა ქვეყნებში, ამით ყველაფერი ნათქვამია. მეორეს მხრივ, როდესაც ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია და მდიდარი NGO-ები USAID-ის ქება-დიდებით არიან დაკავებულები, ეს რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. პირდაპირ გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და განაცხადა, რომ დაახლოებით 8% ხმარდებოდა USAID-ის მიერ დეკლარირებულ საქმიანობას იმ თანხიდან, რა თანხასაც USAID იღებდა ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან, ხოლო 92% ხმარდებოდა ისეთ საქმიანობას, რომელიც საერთოდ არ ეხებოდა USAID-ს და რომელიც ხმარდებოდა ქვეყნებში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ქვეყნის ჰარმონიული ცხოვრების წესის დარღვევას და ა.შ.  ამით, რა თქმა უნდა, ყველაფერი ნათქვამია”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

 

 

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები