Logo

ლევან მახარაშვილი - გიორგი ბაჩიაშვილის სურვილია, რომ თავად ისაუბროს ყველა დეტალზე

სამართალი
283
Frontnews image description

გიორგის არანაირი დაზიანება არ აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. გიორგის სურვილია, რომ თავად ისაუბროს ყველა დეტალზე, - ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, დამატებით დეტალებზე თავად ბაჩიაშვილი ისაუბრებს.

"გიორგის არანაირი დაზიანება არ აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ზედაპირულად რაც შემიძლია გითხრათ. დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით, როგორ გადმოიყვანეს, როგორ მოხდა დაკავება-გადმოყვანა და ასე შემდეგ, გიორგიმ გამოთქვა სურვილი, რომ ხვალ თავად ისაუბროს სასამართლო პროცესზე.  

საზოგადოების ინტერესი არის საკმაოდ მაღალი, თუმცა ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ჩემი კლიენტის პოზიცია. შესაბამისად, პირადად გიორგის სურვილია, რომ თავად ისაუბროს ყველა დეტალზე. მშვენივრად გამოიყურება გიორგი", - განაცხადა ლევან მახარაშვილმა. 

“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი სუსმა დღეს დააკავა, მან საქართველო მარტში დატოვა.

გიორგი ბაჩიაშვილს "ბიტკოინების საქმეზე" სასამართლომ თავისუფლების 11 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი - ე.წ. მტკვარი ჰესის და საზღვრის უკანო კვეთაზე.

Advertisement