ლევან მახაშვილი - 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ


ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლების ძლიერი პოზიციები და ოპოზიციის სრული დისკრედიტაცია გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
"ოპოზიციის მხრიდან არაერთი გაუაზრებელი ინიციატივა და იდეაც მოვიფიქრეთ. ოპოზიციის მდგომარეობა ჰგავს ჭაობში ჩავარდნილ ადამიანს, რომელმაც იმის ნაცვლად, რომ შველა ითხოვოს, სრულიად ახალ-ახალ, გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებს და ისეთ მოძრაობებს აკეთებს, რაც მას აზიანებს და ჭაობის სიღრმეში უფრო მიექანება.
ჩვენს გამარჯვებაში იმიტომ ვართ დარწმუნებული, რომ არცერთი წამით არ შეგვიჩერებია მოსახლეობასთან ურთიერთობა და მათი განწყობებიც ვიცით. ხელისუფლების ძლიერი პოზიციები და ოპოზიციის სრული დისკრედიტაცია გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
თაგები:
ლევან მახაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს