
ავტორი
Front News საქართველო
ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის ინფორმაციით, ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებს, რაც ურთიერთობების განახლებას უზრუნველყოფს.
"ჩვენ გვიმასპინძლა ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად გვქონდა გაფართოებული შეხვედრა, სადაც გვქონდა შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ძალიან სიღრმისეულად, ყველა იმ პრობლემატიკაზე, რაც არის გასული თვეების განმავლობაში საქართველოში, მაგრამ, ასევე - მომავალთან დაკავშირებით: რა ნაბიჯებია სამომავლოდ გადასადგმელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განახლებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისივე თქმით, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
"ასევე, ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე - შავი ზღვის რეგიონში განვითარებულ პოლიტიკურ, უსაფრთხოების, ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ შევთანხმდით და არის ამისი სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რათა შევძლოთ, რომ ორივე მხარისთვის და მოქალაქეებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ. ასევე, დაგეგმილია შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტის ვიზიტი ლუქსემბურგში და გვქონდა შესაძლებლობა, ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვესაუბრა, რათა, როდესაც აღნიშნული ვიზიტი განხორციელდება, ის იყოს შესაბამისად მომზადებული და შესაბამისი შედეგებით", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
თაგები:
ლევან მახაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს