ლევან მახაშვილი - ჩვენ არ გვიკვირს პეტერ ფიშერისგან, ისეთები ვნახეთ მისგან, შეიძლება მისთვის კანონის, ვენის კონვენციის ან დიპლომატიური ეთიკის დარღვევა სულაც არ იყოს პრობლემა


ავტორი
Front News საქართველო
ასეთი ტიპის სიახლოვე, რა თქმა უნდა, არღვევს ხაზს ერთი მხრივ, კანონის დაცვასა და მეორე მხრივ, პოლიტიკურ კორუფციას შორის, ერთი მხრივ დიპლომატიურ ნეიტრალიტეტს და მეორე მხრივ, საშინაო საქმეებში ჩარევას შორის,- ასე ეხმიანება ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი „კურიერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც "ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ცოლს სახლი მიქირავებული აქვს გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერისთვის, რომლის დამადასტურებელი ქირავნობის ხელშეკრულებაც არ მოიპოვება.
მახაშვილის თქმით, პეტერ ფიშერისგან მსგავსი საქციელი მოულოდნელი არ ყოფილა, მისი წარსული ქმედებებიდან გამომდინარე.
"სწორედ ამიტომაც მოვუწოდებდით ამა თუ იმ დიპლომატს, რომ მაქსიმალურად თავი შეეკავებინათ მსგავსი ტიპის სიახლოვისგან და ჩარევებისგან ქართულ პოლიტიკაში, თუმცა, ჩვენ არ გვიკვირს პეტერ ფიშერისგან, ისეთები ვნახეთ კონკრეტულად მისგან, რომ გასაგებია, ეს შეიძლება მისთვის კანონის დარღვევა სულაც არ იყოს პრობლემა, მისთვის არ იყოს პრობლემა ვენის კონვენციის დარღვევა, არ იყოს პრობლემა დიპლომატიური ეთიკის დარღვევა. სამწუხაროდ ზოგიერთ ასეთ დიპლომატთან გვაქვს დღეს ჩვენ საქმე“,- განაცხადა ლევან მახაშვილმა.
თაგები:
ლევან მახაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს