Logo

ლევან მახაშვილი - ჩვენ ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ, გამოცდილ და ბევრად პროფესიონალ ადამიანს ამ მნიშვნელოვან საკვანძო თანამდებობაზე

პოლიტიკა
274
Frontnews image description

ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, შეცვლიან თუ არა კაია კალასს, ჩვენ ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ, გამოცდილ და ბევრად პროფესიონალ ადამიანს ამ მნიშვნელოვან საკვანძო თანამდებობაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, დღეს ევროკავშირი ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში იმყოფება და ძალიან მძიმე საერთაშორისო მოვლენებს გადის.

"ამ ეპიცენტრში იმყოფება ევროკავშირი და ოდესმე თუ სჭირდებოდა პროფესიონალი, კომპეტენტური, გამოცდილი დიპლომატი, უზადო დიპლომატიის, უზადო კომპეტენციის ადამიანი, სწორედ ახლა სჭირდება.

რაოდენ დასანანია, რომ სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი კაია კალასია. რა თქმა უნდა, ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, მას შეცვლიან თუ არ შეცვლიან, ისეთს ჩათვლიან თუ ასეთს ჩათვლიან, მაგრამ საქართველოს გადმოსახედიდან, იმ ისტორიიდან გამომდინარე, რა არაკომპეტენტური, არადიპლომატიური და უსამართლო დამოკიდებულება ჰქონდა კაია კალასს საქართველოსადმი, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ, ბევრად გამოცდილ და ბევრად პროფესიონალ ადამიანს ამ მნიშვნელოვან საკვანძო თანამდებობაზე“, – განაცხადა მახაშვილმა.

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი აცხადებს, რომ კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები