ლევან მახაშვილი - ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან

ავტორი
Front News საქართველო
უსამართლო დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი საქართველოსთან მიმართებით, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის განცხადებით, საქართველოში რომ იმის მეათედი მომხდარიყო, რაც დანიაში აქციის დაშლის დროს კადრებში ჩანს, ბრიუსელი თუ ევროპის სხვა ქვეყნების დედაქალაქები რეზოლუციას რეზოლუციაზე მიიღებდნენ.
მისივე თქმით, როდესაც ევრობიუროკრატები საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის გამოც კი აკრიტიკებენ, ამ დროს, საკუთარ სახელმწიფოებში ჩადენილ ქმედებებზე არაფერს ამბობენ.
"ჩვენს სახელმწიფოს რომ იმის მეათედი გაეკეთებინა, რაც საზოგადოებამ კადრებში ნახა, მხოლოდ წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ან ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან - გადააყოლებდნენ სახელმწიფოს, რეზოლუციას რეზოლუციაზე მიიღებდნენ, გააშავებდნენ ქვეყანას. ნამდვილად დასანანია, როდესაც ჩვენ ვხედავთ უსამართლო დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ და ორმაგ სტანდარტს საკუთარ პოზიციაში, რომ თურმე, შესაძლებელია საკუთარ ქვეყანაში ასე მოიქცნენ და ჩვენს ქვეყანას, არ აქვს უფლება, მაგალითად, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
თაგები:
ლევან მახაშვილი




