ლევან მახაშვილი - დებატებმა კარგად აჩვენა, რომ პოლიტიკის გამო ზოგიერთი მზადაა, თეთრზე შავი ამტკიცოს

ავტორი
Front News საქართველო
დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ დაიწყო ამ პრობლემის რეალურად მოგვარება - განათლების ყველა დონეზე მთავარი მიზეზების გარკვევა და მათი აღმოფხვრა. არა ჩაკეტილ ოთახში, არამედ ღიად, საზოგადოებასთან თანამშრომლობით და მათი ჩართულობით, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში “იმედის” ეთერში გამართულ დებატებთან დაკავშირებით წერს.
მახაშვილის განცხადებით, დღევანდელმა დებატებმა ცხადი გახადა, რომ განათლების რეფორმა ბოლომდეა მისაყვანი და ასევე ისიც, რომ დებატებზე მყოფთა ნაწილი პოლიტიკის გამო მზადაა “თეთრზე შავი ამტკიცოს”.
“15 წელია, რაც სხვადასხვა უნივერსიტეტში ვასწავლი და ჩემი საკუთარი გამოცდილებით ვხედავ განათლების სისტემის ფუნდამენტურ პრობლემებს.
რეალობა მწარეა. არავინაა კმაყოფილი განათლების ხარისხით - არც სტუდენტი, არც მშობელი, არც საგანმანათლებლო საზოგადოება და არც დამსაქმებელი.
დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ დაიწყო ამ პრობლემის რეალურად მოგვარება - განათლების ყველა დონეზე მთავარი მიზეზების გარკვევა და მათი აღმოფხვრა. არა ჩაკეტილ ოთახში, არამედ ღიად, საზოგადოებასთან თანამშრომლობით და მათი ჩართულობით.
ამ დებატებმაც კარგად დაანახა საზოგადოებას, რომ განათლების რეფორმის ეს პროცესი ბოლომდეა მისაყვანი და რაც შეიძლება მალე.
დებატებმა ისიც კარგად აჩვენა, რომ პოლიტიკის გამო ზოგიერთი მზადაა თეთრზე შავი ამტკიცოს.
საზოგადოება ყველას და ყველაფერს თავის სახელს აუცილებლად დაარქმევს”, - წერს ლევან მახაშვილი.
თაგები:
ლევან მახაშვილი




