ლევან მახაშვილი - დღეს 31 აგვისტოა, ხვალ პირველი სექტემბერი, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს საქართველო განვითარებას


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ხელისუფლება, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ყველაფერს აკეთებს, რომ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამართულად ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, ამის საპირისპიროდ, ქუჩის ოპოზიცია უსაქმურობით და მავნებლობით არის დაკავებული.
„ისინი ცდილობენ, არარსებული პრობლემებიდან პრობლემები გააჩინონ და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის დააზიანონ საზოგადოება. ვნახეთ, რომ არაერთი პროტესტი დააანონსეს. დღეს 31 აგვისტოა, ხვალ პირველი სექტემბერი, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს საქართველო განვითარებას. ამ საკითხს, ობიექტური კრიტერიუმებით, არანაირი პრობლემა არ ემუქრება. საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირს მიაწოდა შევსებული კითხვარი და რეკომენდაციები, რომლებიც კომისიას ჰქონდა გაცემული. ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაო პროცესს ევროკავშირთან, რათა, ერთი მხრივ, დაცული იყოს უვიზო მიმოსვლა და მეორე მხრივ, საქართველოს ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
თაგები:
ლევან მახაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს