Logo

ლევან მახაშვილი – ეს არ არის არც მეგობრული და არც საფუძვლიანი გადაწყვეტილებები

პოლიტიკა
812
Frontnews image description

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გერმანიის მიერ საქართველოსთან სახელმწიფო პროექტების შეჩერების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

“მსგავსი განცხადებები არაერთხელ მოვისმინეთ სხვადასხვა ელჩისგან, თუნდაც ამავე [გერმანიის] ელჩისგან. სიმართლე რომ გითხრათ, ეს არ არის არც მეგობრული და არც საფუძვლიანი გადაწყვეტილებები. ვინც უნდათ ის დააფინანსონ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, აქ უნდა იყოს გაცემული პასუხები რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე – რამდენად ანგარიშვალდებული იქნება, ან რამდენად გამჭვირვალე იქნება ეს დაფინანსება, რადგან სხვა შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობამ არაერთხელ ნახა, რომ მსგავსი ტიპის დაფინანსება ხშირად იყო გამოყენებული საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში პოლიტიკური რადიკალიზაციისთვის“, – განაცხადა მახაშვილმა.

237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტებს შეწყვეტასთან დაკავშირებით პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები