Logo

ლევან მახაშვილი - ეს არის ლუზერების ალიანსი, ეგოებისთვის იბრძვიან

პოლიტიკა
102
Frontnews image description

ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება აჩვენებს, რომ ეს არის ლუზერების ალიანსი, წაგებული სკამებისთვის ბრძოლა ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  ეს ბრძოლა რა მიმართულებით წავა, ქვეყნისთვის არაფერს ნიშნავს, რადგან ეს ქვეყანას არაფერს აძლევს.

„ვიცით, ამ ადამიანებს რამხელა ეგოები აქვთ. სწორედ ამ ეგოებისთვის იბრძვიან. სხვა მხრივ, საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო არაფერია. ეს ბრძოლა რა მიმართულებით წავა, ქვეყნისთვის არაფერს ნიშნავს, რადგან სამწუხაროდ, ეს ქვეყანას არაფერს აძლევს. ამ ხალხმა თავიანთი გზა აირჩიეს, რაც არის საკონსტიტუციო ჩარჩოდან გასვლა და პროცესების რადიკალური გზით ქუჩაში გადატანა. როგორც ჩანს, სააკაშვილი და მელია ქუჩის პოლიტიკის გაგრძელებას აპირებენ, რაც ქვეყნისთვის სასარგებლო ვერ იქნება“, – განაცხადა მახაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები