ლევან მახაშვილი - გეოგრაფიას ვერავინ უგულებელყოფს, აუცილებელია საქართველოსთან დიალოგი ორმხრივად მნიშვნელოვან საკითხებზე

ავტორი
Front News საქართველო
გეოგრაფიას ვერავინ უგულებელყოფს, აუცილებელია საქართველოსთან დიალოგი ორმხრივად მნიშვნელოვან საკითხებზე, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის ურთიერთობებს ცენტრალურ აზიასთან, შუა კორიდორს, სავაჭრო დერეფნის განვითარებას, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებას, საქართველოს ამ შემთხვევაში აქვს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი საკვანძო როლი და ადგილი.
"ძალიან საინტერესო და საგულისხმო კვლევა გამოქვეყნდა თავად ევროკავშირის მიერ, ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს გენერალური დირექტორის მიერ, რაც არის ალბათ, საუკეთესო პასუხი მათივე ხელმძღვანელებისთვის, ვგულისხმობ მარტს კოსს, კაია კალასს და სხვებს, რომლებიც საქართველოს უსამართლოდ აკრიტიკებენ ხოლმე. მათ, შეიძლება, პოლიტიკურ განცხადებებში უგულვებელყონ საქართველო, მაგრამ გეოგრაფიას ვერავინ უგულებელყოფს. როცა საქმე ეხება ევროკავშირი ურთიერთობებს ცენტრალურ აზიასთან, შუა კორიდორს, სავაჭრო დერეფნის განვითარებას, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებას, საქართველოს ამ შემთხვევაში აქვს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი საკვანძო როლი და ადგილი ამ პროცესში. განსაკუთრებით, ენერგეტიკულ, ციფრულ და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სექტორებში. ამიტომ ეს კვლევა ალბათ არის საინტერესო შეთავაზება, წახალისება ევროკავშირის, რომ აუცილებელია საქართველოსთან დიალოგი ორმხრივად მნიშვნელოვან საკითხებზე. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს ამ სავაჭრო დერეფნის განვითარებისთვის, იქმნება უამრავი ინფრასტრუქტურა, ჰარმონიზდება რეგულაციები, რომ მარტივი იყოს ბიზნესებისთვის დასავლეთიდან აღმოსავლეთში გადაადგილება და პირიქით, იქნება ეს რკინიგზა, პორტები და ა.შ. ერთადერთი, რაც ამას აკლია, არის ევროკავშირის მხრიდან ნორმალური, სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ვგულისხმობ საქართველოსთან დიალოგში ჩართვას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კვლევაც არის ერთ-ერთი კარგი პირველი ნაბიჯი ამ კონსტრუქციული ურთიერთობისკენ“, – განაცხადა მახაშვილმა.
თაგები:
ლევან მახაშვილი




