Logo

ლევან მახაშვილი - იმედი გვაქვს, ამ პროვოკაციულ რეზოლუციას პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში "დიფ სთეითი" დაამარცხოს

პოლიტიკა
4 საათის წინ / 13:17
Frontnews image description

ე.წ. მეგობრობის აქტი ყველაფერია, გარდა მეგობრობისა. არაერთხელ ვახსენეთ, რომ იგი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, ასევე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხედვას საქართველოსა და რეგიონთან დაკავშირებით,  -  ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ "მეგობარი აქტი" თუ ძალაში შევა, მნიშვნელოვნად დააზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს, რაც არაფორმალური ძალების გათვლაც არის. ამასთან, მახაშვილი იმედოვნებს, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილ ამ რეზოლუციას, დონალდ ტრამპი ხელს არ მოაწერს.

"თეორიულად, თუ იგი შევა ძალაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დააზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს და სწორედ ეს არის გათვლა იმ არაფორმალური ძალების და გავლენების, რომლებმაც ინერციით მაინც გაიტანეს ქვედა პალატაში. 

საბოლოო ჯამში, რამდენიმე ეტაპია დარჩენილი, ვიდრე თეორიულად, ბოლომდე შევა ძალაში, მაგრამ იმედი გვაქვს, ამ პროვოკაციულ რეზოლუციას პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში „დიფ სთეითი“ დაამარცხოს. ამის იმედს ის განწყობები გვაძლევს, რაც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას იმ ფორმალური თუ არაფორმალური კომუნიკაციიდან გამომდინარე აქვს, რაც ჩვენ მათთან გვქონდა", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

Advertisement