Logo

ლევან მახაშვილი - მოსახლეობის დაკვეთაა გონივრული, მშვიდობის პოლიტიკა და ერთადერთი, ვინც ამ ინტერესს იცავს, არის "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით

პოლიტიკა
140
Frontnews image description

ვხედავთ, რომ რეგიონში რთული დრო დადგა და უამრავმა ომმა, უამრავი ქვეყნის კარზე მიაკაკუნა. სინამდვილეში, დიდი, გლობალური ძალები უპირისპირდებიან ერთმანეთს და ეს რეგიონული კონფლიქტების გაფართოება სწორედ ამით არის ნაკარნახევი. მოსახლეობა ხედავს, ყოველდღიურ რეჟიმში იბომბება ქალაქები, სკოლები სახლები. სამწუხაროდ, დიპლომატია ჩაანაცვლა იარაღმა და ერთი არასწორი, გაუთვლელი ნაბიჯი, შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეს ჩვენს სახელმწიფოს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ასეთ რთულ დროს, საქართველოს სჭირდება არა ემოციებს აყოლა და "ომობანას თამაშის მოწოდებები", რასაც ოპოზიციონერებისგან ვისმენთ, არამედ, პრაგმატულად და ეროვნული ინტერესების დაცვით მოქმედება.

"ასეთ დროს, საქართველოს სჭირდება არა ემოციებს აყოლა, არა პოლიტიკური მატრაკვეცობა და ომობანას თამაშის მოწოდებები, რასაც ხშირად ვისმენთ ხოლმე ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგის მხრიდან, არამედ, ცივი გონებით, პრაგმატულად და ეროვნული ინტერესების დაცვით მოქმედება. საქართველოს გარშემო განვითარებული თითოეული ტრაგედია გვახსენებს, რამდენად ძვირფასია მშვიდობა და ჩვენი უპირველესი ვალდებულებაც სწორედ ის უნდა იყოს, რომ ასეთი მსხვერპლი ავარიდოთ ჩვენს მოსახლეობას", - განაცხადა მახაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, დაჟინებით მოითხოვდნენ, საქართველო შესულიყო ამ უმძიმეს ავანტიურაში და დღეს იგივე ადამიანები იმავე მოწოდებებს აკეთებენ.

"როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, გახსოვთ, როგორ აგრესიულად, უპასუხისმგებლოდ და დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ საქართველო შესულიყო ამ უმძიმეს ავანტიურაში და რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, დღეს იგივე ადამიანები იმავე მოწოდებებს აკეთებენ, რომ თურმე, საქართველო უნდა დადგეს "ისტორიის სწორ მხარეს".

ამ ცხელმა თავებმა, უნდა გაიაზრონ, რომ ქართველების, საქართველოს მოსახლეობის ინტერესი და დაკვეთა, ეს არის გონივრული, პასუხისმგებლიანი და მშვიდობის პოლიტიკა და დღეს ერთადერთი ძალა, ვინც მოსახლეობის ამ ინტერესს იცავს, არის "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.

მშვიდობა არ არის სისუსტე - მშვიდობა არის პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის და ხალხის წინაშე და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ვატარებთ შიდა თუ გარე ზეწოლის მიუხედავად. დღეს, თითოეული ქართული ოჯახის მთავარი საფქრალია, ოღონდ აქ არ მოხდეს ეს ყველაფერი, ოღონდ ჩვენს შვილებს არ მოუწიოთ ამ უბედურების და საშინელებების ნახვა - ყველას მივმართავ, ვინც ამ გეოპოლიტიკური ქაოსის შემხედვარე, შიშის თუ გაურკვევლობის განცდა აქვს, ფიქრობს, დარდობს იმაზე, რა იქნება საქართველოში ხვალ - იქნება მშვიდობა და გაგრძელდება არნახული ეკონომიკური ზრდა და თითოეული ოჯახისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები“, - განაცხადა მახაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები