ლევან მახაშვილი – მთლიანი კვირა არა მხოლოდ პარლამენტის ჩამოყალიბებას, არამედ მთავრობის ფორმირებას და სამთავრობო პროგრამის განხილვას დაეთმობა

ავტორი
Front News საქართველო
მთლიანი კვირა არა მხოლოდ პარლამენტის თავად ჩამოყალიბებას, არამედ, ასევე, მთავრობის ფორმირებას, სამთავრობო პროგრამის განხილვას დაეთმობა, – განაცხადა “ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა “იმედთან”.
“დღის წესრიგი ითვალისწინებს ხელმძღვანელი პირების, კომიტეტების ჩამოყალიბებას და ა.შ. პირველი დღე სწორედ ამაზე ვიმუშავებთ. მთლიანი კვირა არა მხოლოდ პარლამენტის თავად ჩამოყალიბებას, არამედ ასევე, მთავრობის ფორმირებას, სამთავრობო პროგრამის განხილვას დაეთმობა. ეს არის ძირითადი საკითხები, რაზეც შემდეგი კვირის მანძილზე, მე-11 მოწვევის პირველ სხდომაზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა მახაშვილმა.
მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება.
თაგები:
ლევან მახაშვილი




