ლევან მახაშვილი - ნუ გაუკვირდებათ ჩვენი გადაწყვეტილება, როდესაც თავს ვიკავებთ ვინმეს მოწვევისგან იმიტომ, რომ ვერ ვხედავთ ღირებულებას


ავტორი
Front News საქართველო
როდესაც თვეების განმავლობაში, გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად, ხევენ და ძირს უთხრიან ეუთო/ოდირის რეპუტაციას, მაშინ ნუ გაუკვირდებათ ჩვენი გადაწყვეტილება, როდესაც თავს ვიკავებთ ვინმეს მოწვევისგან იმიტომ, რომ ვერ ვხედავთ ღირებულებას, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება, ოპონენტებს სწორედ ამას ეუბნებოდა, რომ თუ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიებში ღირებულებას ხედავდნენ, მაშინ, პატივი ეცათ მათი დასკვნებისა და გადაწყვეტილებებისთვის.
„ამას ვეუბნებოდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში: თუ თქვენ ხედავთ ეუთო/ოდირში, მის სადამკვირვებლო მისიებში ღირებულებას, მაშინ, პატივი ეცით მათ გადაწყვეტილებებს, პატივი ეცით მათ დასკვნებს და დაკვირვებებს. პრობლემის წყაროს სხვაგან ეძებენ, ამ პრობლემის წყარო არის იმ გაუმჭვირვალე ფულში, იმ რადიკალიზაციაში, იმ შეტევებში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჩვენ ვნახეთ გასული თვეების განმავლობაში“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
თაგები:
ლევან მახაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს