ლევან მახაშვილი - ყველამ უნდა იცოდეს, რომ სათანადო პასუხისმგებლობისთვის მზად იყვნენ


ავტორი
Front News საქართველო
ყველამ უნდა იცოდეს, რომ სათანადო პასუხისმგებლობისთვის მზად იყვნენ, რადგან საზოგადოებისა და კანონმდებლობის აბუჩად აგდებას შესაბამისი რეაგირება ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა იმ პოლიტიკოსებზე საუბრისა განაცხადა, რომლებსაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაო დაეკისრათ.
მახაშვილის თქმით, ამ ადამიანებმა იციან, მათ ქმედებებს რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს და არჩევანი მათზეა.
„ამ ადამიანების გადასაწყვეტია, რა სტრატეგიას აირჩევენ და რა მიდგომა ექნებათ, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ სათანადო პასუხისმგებლობისთვის მზად იყვნენ, რადგან საზოგადოებისა და კანონმდებლობის აბუჩად აგდებას შესაბამისი რეაგირება ექნება. ისინი ამ შედეგებისთვის თუ მზად არიან, ეს მათი არჩევანია, გადაიხდიან თუ არა გირაოს. ისინი კანონს არღვევენ და ამას გამართლება ვერ ექნება იმ მიზეზით, რომ ვინმეს მიმართ პროტესტს გამოხატავენ. კანონი არსებობს, რომელსაც პატივისცემა სჭირდება. მათ იციან, მათ ქმედებებს რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს და არჩევანი მათზეა“, – განაცხადა მახაშვილმა.
თაგები:
ლევან მახაშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა